საფრანგეთში ტერაქტი აღკვეთეს

საფრანგეთში ტერაქტი აღკვეთეს

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტი აღკვეთა. ამის შესახებ გუშინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ტერაქტი ქალაქ ორლეანში იგეგმებოდა, რომელიც პარიზიდან სამხრეთით მდებარეობს.

კაზნევს დეტალები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ 19 დეკემბერს დააკავეს ორი ბოროტმოქმედი, რომლებსაც ბრალი უკვე წარუდგინეს.

პარიზში ტერაქტები ბოლოს 13 ნოემბერს განხორციელდა, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა