ვინ არის რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი

ვინ არის რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი

რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონად კვლავ რჩება მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა. ჟურნალ "ფორბსის" ყველაზე მდიდარი რუსი ქალების ბოლო რეიტინგის მიხედვით, 51 წლის ელენა ბატურინას ქონება 1 მილიარდი დოლარია. თუმცა, 2010 წელთან შედარებით, როდესაც ელენა ბატურინამ ყველაზე მდიდარი რუსი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, მისი ქონება 2,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

450 მილიონი დოლარის მფლობელია რეიტინგის მეორეადგილოსანი, კომპანია "პროგრეს კაპიტალის" თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, 45 წლის ოლგა ბელიავცევა. მესამე ადგილს კი ინტერნეტ-მაღაზია Wildberries გენერალური დირექტორი, 40 წლის ტატიანა ბაკარჩუკი იკავებს 380 მილიონი დოლარით.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა