ერდოღანმა თვითმკვლელ მამაკაცს სუიციდი გადააფიქრებინა

ერდოღანმა თვითმკვლელ მამაკაცს სუიციდი გადააფიქრებინა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, სუიციდი გადააფიქრებინა. ასე იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური ინციდენტზე, რომელიც სტამბოლში მოხდა.

თურქეთის პრეზიდენტის კორტეჟი ბოსფორის ხიდზე გადადიოდა, სწორედ ამ დროს ხიდზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მამაკაცი, წყალში არ გადამხტარიყო. პრეზიდენტმა მანქანა გააჩერებინა და პირადი მცველები თვითმკვლელთან დასალაპარაკებლად გადაუშვა.

როდესაც დაცვის წევრებმა მამაკაცს უთხრეს, რომ მანქანაში თვით პრეზიდენტი იმყოფებოდა და მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა, ის ჯებირიდან გადმოვიდა და ერდოღანს გაესაუბრა. რამდენიმეწუთიანი დიალოგის შემდეგ მამაკაცმა თავის მოკვლა გადაიფიქრა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა