ირინა შეიკის ქართველი ორეული ქმარს გაშორდა და რუს ფეხბურთელზეა შეყვარებული

ირინა შეიკის ქართველი ორეული ქმარს გაშორდა და რუს ფეხბურთელზეა შეყვარებული

23 წლის მიმი შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ, მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მიმის რუსეთის დედაქალაქში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და ფოტომოდელობითაც არის დაკავებული. იგი სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავია - 200 000 მიმდევარი ჰყავს "ინსტაგრამზე". მიმი შელია მომღერალ ქეთა თოფურიას უალოესი მეგობარია და ბომონდურ შეკრებებზე ხშირად ჩნდება მასთან ერთად. შელია რამდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს - გერმანული "დუისბურგისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას, რომელთანაც 2013 წელს იქორწინა. თუმცა, რუსულ მედიაში უკვე აქტიურად განიხილება ჭორები ქართველი ლამაზმანისა და ცნობილი რუსი ფეხბურთელის, ფიოდორ სმოლოვის რომანის შესახებ.

იხილეთ ვიდეო

სმოლოვი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, ვიქტორია ლოპირევას და მალევე იპოვა ახალი რჩეული ქართველი შეიკის სახით. წყვილი უკვე აღარც მალავს ურთიერთობას: ხშირად დადის ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება