2015 წლის ყველაზე დიდი ფინანსური სკანდალები

2015 წლის ყველაზე დიდი ფინანსური სკანდალები

მიმდინარე წელი მსოფლიოში რამდენიმე ხმაურიანი ფინანსური სკანდალით გამოირჩა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ბრაზილიური ნავთობკომპანია "პეტრობასის" სკანდალი ფინანსური სკანდალი

ბრაზილიის ნავთობკომპანია "პეტრობასის“ გარშემო მიმდინარე წლის დასაწყისში აგორდა. ფულის გათეთრებისა და ქრთამის აღების მუხლით ბრალდება 80-მდე ადამიანს, მათ შორის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ბრაზილიის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს წაუყენეს.

გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი სქემების საშუალებით კომპანიის ხელმძღვანელობამ 4 მილიარდ აშშ დოლარამდე მოიპოვა, თანხის ნაწილი ხელისუფლების წევრებს შორის გადანაწილდა, რომლებიც კომპანიის საქმიანობას ლობირებდნენ.

ფიფა-ს სკანდალი

ფიფა-ს ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი მიმდინარე წლის მაისში აგორდა, როცა შვეიცარიის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. სკანდალის გამო ფიფა-ს პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს, ასევე უეფა-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის ფეხბურთის სფეროში საქმიანობა 8 წლით აეკრძალათ. გამოძიების თანახმად, ბლატერმა 2011 წელს უეფა-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაურიცხა.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა