"დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით" - "ისლამურმა სახელმწიფომ" ლიდერის მიმართვა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

"დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით" - "ისლამურმა სახელმწიფომ" ლიდერის მიმართვა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა. 28-წუთიანი აუდიოფაილი სათაურით "დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით," გუშინ გამოქვეყნდა.

ტერორისტთა ლიდერის, ალ-ბაღდადის სახელით აუდიომიმართვის არაბულენოვანი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მიმართვაში ე.წ. "ხალიფა" მოუწოდებს ყველა მუსლიმანს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანდნენ. ეს არის ალ-ბაღდადის პირველი მიმართვა ბოლო 7 თვის განმავლობაში.

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა