"ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 2015 წელს ჯამში 19 მილიარდი დოლარით შემცირდა. ექსპერტთა ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნედლეულზე ფასების დაცემა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებაა.
ყველაზე მეტად მიმდინარე წელს მექსიკელი ტელემაგნატი კარლოს სლიმი დაზარალდა, რომლის ქონება 20 მილიონი დოლარით შემცირდა. მექსიკელი მილიარდერის კომპანიის America Movil SAB-ის აქციები 25%-ით გაუფასურდა.
შესაბამისად, მიმდინარე წლის ყველაზე მდიდარ ადამიანებში კარლოს სლიმი მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა. დღევანდელი მონაცემებით, კარლოს სლიმის ქონება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.
იხილეთ გაგრძელება