რა გადაიტანა 21 წლის გოგონამ ISIS-ს სამთვიან სექსუალურ მონობაში

რა გადაიტანა 21 წლის გოგონამ ISIS-ს სამთვიან სექსუალურ მონობაში

რამდენიმე დღის წინ გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 21 წლის ერაყელი გოგონა ნადია მურად ბასი ტახა სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ სამი საშინელი თვე გაატარა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების სექსუალურ მონობაში. ამ დროის მანძილზე მას ცხოველურად ცემდნენ და აუპატიურებდნენ. აგრეთვე გოგონა მრავალჯერ გაყიდეს და გააჩუქეს.

გოგონა გასული წლის აგვისტოში გაიტაცეს სახლიდან. ამის შემდეგ ის ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქ მოსულში წაიყვანეს. მასთან ერთად 150 გოგონა გადაჰყავდათ მანქანით.

”გაუპატიურება მათი მთავარი იარაღია ქალების და გოგონების წინააღმდეგ. ის გარანტიას აძლევს მათ, რომ ეს ქალები მომავალში ნორმალურად ვეღარ იცხოვრებენ. ისლამურმა სახელმწიფომ ჩვენი ქალები ხორცად აქცია, რომელსაც ყიდიან და ყიდულობენ”, - განაცხადა დაზარალებულმა გაეროს სხდომაზე.

ნადიას თქმით, ბანაკში, სადაც მას ამყოფებდნენ, ათასობით 10 წლის ბავშვი იმყოფებოდა. მათ ან ყიდდნენ ან იარაღზე ცვლიდნენ. ნადიას რამდენიმე დღეში მამაკაცმა მოაკითხა, რომელმაც აიძულა ჩაეცვა და მაკიაჟი გაეკეთებინა, მაგრამ როდესაც გოგონამ ტირილი დაიწყო, კაცმა სცემა. შემდეგ რელიგიის უარყოფა მოთხოვა, გააუპატიურა და თავის 10 მეგობარს გადაულოცა.

ნადიამ სასწაულებრივ მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა, მან მოყვა, რომ ბოევიკებმა მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტეს და გაეროს წარმომადგენლებს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების განადგურებისკენ მოუწოდა.

მომზადებულია dayonline.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა