"ასე დავიწყე ჭრა-კერვა" - ქეთა თოფურია ახალ წელს პარიზში, ოჯახთან ერთად შეხვდება

"ასე დავიწყე ჭრა-კერვა" - ქეთა თოფურია ახალ წელს პარიზში, ოჯახთან ერთად შეხვდება

მომღერალ ქეთა თოფურიასთან გასაუბრება მაშინ მოვახერხეთ, როდესაც მუსიკალურ პროექტ VOISE-ის მორიგი კონცერტის დაწყების წინ მაკიაჟს იკეთებდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საუბარიც სწორედ ამ პროექტით დაიწყო.

- ქეთა, გყავს ფავორიტი ამ პროექტში?

- ფავორიტები მყავს. მხოლოდ ერთი რჩეული - არა. ყველა მონაწილე ძალიან მომწონს, ვინც კი ამ ეტაპზე დარჩა პროექტში. ვგულშემატკივრობ და ვცდილობ მოვეხმარო კარგი სახით წარვუდგინო ისინი მაყურებელს. უკვე დიდწილად მაყურებელის გადასაწყვეტია, ვინ გაიმარჯვებს. ბევრი კარგი მონაწილეა, თუმცა გამოყოფა გამიჭირდება.

- ამბობენ, ქეთამ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთაო თავისი გუნდის წევრებსო, როგორც ვიცი, თქვენი ბრენდის KETIone სამოსით დააჯილდოვეთ...

- ვცდილობ, რომ ყველა კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ მოვარგე ეს სამოსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, მათ დარჩებათ ჩემგან საჩუქრად.

- მუსიკალურ სფეროში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მოდის სფეროშიც ცდილობთ ადგილის დამკვიდრებას.

- ეს ყველაფერი შარშან დავიწყეთ და კარგად წავიდა საქმე. იმედია, ასევე გაგრძელდება.

- რამ, ან ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ სერიოზულად მოგეკიდათ ხელი ამ წამოწყებისთვის?

- სამოსთან დაკავშირებით ხშირად მომმართავდნენ თხოვნებით მათთვის რჩევა მიმეცა. მკერავი მყავს, რომელიც ერთხელაც ჩემთან იყო მოსული და ჩემი მოდელით შექმნილ კაბას მარგებდა. ამ პროცესს შეესწრო ერთი ჩემი მეგობარი და შემომჩივლა: შემიკერე რამე, დავიღალე დიზაინერებთან სიარულითო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება