გორილა ადამიანებს ჟესტების ენით მოუწოდებს დედამიწა დაიცვან

გორილა ადამიანებს ჟესტების ენით მოუწოდებს დედამიწა დაიცვან

44 წლის კოკო ადამიანებს ნიშნების ენით ესაუბრება და "ვიდეომიმართვაში" მათ "სულელებად" მოიხსენიებს დედამიწისთვის ზიანის მოტანის გამო.

60-წამიან ვიდეოში მაიმუნი ჟესტების ენით ამბობს: "მე ვარ გორილა. მე ვარ მცენარეები, ცხოველები. მე ვარ ბუნება. კოკოს უყვარს ადამიანი. დედამიწა. კოკო. სიყვარული. ადამიანი სულელია... სულელი! კოკო წუხს, კოკო ტირის... დროა იჩქაროთ, დაეხმაროთ დედამიწას! დაიცვათ დედამიწა. ბუნება თვალყურს გადევნებთ. გმადლობთ".

კოკო კალიფორნიის ზოოპარკში 1979 წლიდან ცხოვრობს. მაიმუნი ჟესტების ენას 1 წლის ასაკიდან ფლობს. ამბობენ, რომ კოკოს ჟესტების ენაზე 1000 სიტყვის, სალაპარაკო ენაზე კი 2 000-მდე სიტყვის გაგება შეუძლია.

dailymail.co.uk-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა