ინდოეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მიანმარისა და ბანგლადეშის საზღვართან დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა შენობა-ნაგებობები.