ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!

ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!

რამდენიმე დღის წინ ინტერნე­ტ­სივრცეში გავრცელდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ ბაღდადის მიმართვა მუსლიმანებისადმი. მიმართვას ქართული სუბტიტრებიც ჰქონდა, რაც საზოგადოების ნაწილმა საგანგაშოდ აღიქვა.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთ­ისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში სოსო ზაალიშვილი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

- ვიდეომიმართვაში მუსლიმ­ებს მოუწოდებენ, იბრძოლონ მაჰ­მადიანური სარწმუნოების განმტკ­იცებისათვის ურწმუნოთა წინააღ­მდეგ. რადგან მიმართვა ქართულ ენაზეც იყო, ეს ნიშნავს, რომ ალ ბაღდადის აზრით, ქა­რთველმა მუსლიმებმაც უნდა აიმ­აღლონ ხმა მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ქართულ ენაზე მიმართვის გავრცელების მიზანი იყო, ქართ­ულად მოლაპარაკე მუსლიმებს გაეგოთ, როგორ უნდა აღასრულონ ჯიჰადი ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა.

ასევე იხილეთ| ISIS-მა 5 ადამიანის სიკვდილით დასჯის ვიდეომასალა გაავრცელა - შემზარავი გზავნილი დევიდ ქემერონს

- და როგორ უნდა აღუდგეს ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა?

- თურქეთი "ისლამური სახე­ლმწიფოსგან" ყიდულობს და შემდეგ ვაჭრობს ნავთობით. ერდოღანს მართლა აქვს კავშირი ჯიჰადისტებთან იმიტომ, რომ ისინი­ ქურთების წინააღმდეგ სჭირდ­ება. ამერიკელებსა და რუსებსაც­ აქვთ თავიანთი ინტერესები - მათ ჰგონიათ, რომელიმე მხარე­ შეძლებს­ ისლამის გაკონტროლებას! ნავთობის მომპოვებელთა­ ორგანიზაცია ცალკე უბედურებაა.­ მასში, ძირითადად, ისლამური ქვე­ყნებია გაერთიანებული. ისინი ნავთობის ხარჯზე ქვეყნების ბედით ვაჭრობენ. დღეს დააგდეს ნავთობის ფასი და ამერიკას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ; მერე უცებ მოუმატებენ ფასს და მთელი მსოფლიო მათი მორჩილი გახდება.

- ზოგიერთი ექსპერტი გაზაფხულზე კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებას ელის.

- დღეს ისლამისტების პრობლემა ის არის, რომ ჩრდილო კავკასიაში უღელტეხილები დაკეტილია. ისინი რომ კავკასიაში შემოვიდნენ, ვეღარ გავლენ.

როგორც კი აპრილ-მაისში უღელტეხილები გაიხსნება, ჯიჰადისტები ნელ-ნელა­ შემოვლენ. ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა