სტოქჰოლმის აეროპორტის ტერიტორიას პოლიცია ამოწმებს, დანიამ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

სტოქჰოლმის აეროპორტის ტერიტორიას პოლიცია ამოწმებს, დანიამ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმის აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალში მდებარე ავტოსადგომზე საეჭვო ნივთი შენიშნეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე პოლიცია შემოწმებას ატარებს.

მომხდარის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო, მათ შორის პარიზის, ამსტერდამისა და ბერლინის მიმართულებით. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა საეჭვო ნივთი საშიში.

დანიამ კი გერმანიის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. "ბიბისის" ცნობით, შემოწმებებს დანიის პოლიცია გერმანიის საზღვარზე მომდევნო 10 დღის განმავლობაში ჩაატარებს.

დანიის პრემიერ-მინისტრის ლარს ლიოკე რასმუსენის განცხადებით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება დროებითია. თუმცა, უცნობია თუ როდის დასრულდება შესაბამისი პროცედურები.

შვედეთი და დანია "შენგენის ზონის" ბოლო ქვეყნები არიან, რომლებმაც დროებითი საპასპორტო კონტროლი დააწესეს. შვედეთს ევროპაში გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჰყავს. გასულ წელს დაახლოებით 160 000 ადამიანმა მიმართა სტოქჰოლმს თავშესაფრის თხოვნით. მათი უმრავლესობა სირიელი, ერაყელი და ავღანელია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა