"ბიბისი"- ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა

"ბიბისი"- ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მიწისქვეშ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი. ამის შესახებ "ბიბისი" ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ტერიტორიასთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მსგავსი ტიპის მასობრივი განადგურების იარაღი ფხენიანმა მიწისქვეშ პირველად გამოსცადა.

წყალბადის ბომბი ჩვეულებრივ ატომურ ბომბთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეუძლია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა