"მეფიქრება მე-15 სართულზე, ორ ადამიანზე - თბილისის საოცარ ხედზე, რომ ეტ***ოდათ, და ვარდების მოედანზე პირდაღებულ ხალხზე"

"მეფიქრება მე-15 სართულზე, ორ ადამიანზე - თბილისის საოცარ ხედზე, რომ ეტ***ოდათ, და ვარდების მოედანზე პირდაღებულ ხალხზე"

"რედისონის მე-15 სართულზე მომხდარი ამბავი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ გაზეთ "ალიას" ჟურნალისტის პოსტიდან შეიტყო, სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს.

ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

"მთელი წელი ელოდები შვებულებას. თან, პარალელურად სულ ეძებ ადგილს, სადაც უნდა წახვიდე. გუგლავ, მეგობრებს ეკითხები...

გადახედავ ბიუჯეტს, რომელიც მეგობრების მიერ შემოთავაზებული ქვეყნიდან ერთ-ერთს აშკარად არ გყოფნის. მეორემ არ მოგხიბლა. არადა გინდა ეს შვებულება მაგარი გამოვიდეს. 1. იმიტომ რომ მთელი წელი ელოდებოდი. 2. თან მეგობარ ბიჭთან ერთად მიდიხარ.

ზუსტად ამ დროს იგებ, რომ არის ასეთი ქვეყანა საქართველო. მაგარი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობის თუ ვერა, ვიზა ლიბერალიზაციის ღირსი გახდა.

არკვევ დეტალებს და კი იგებ უცნაურ ამბებს, (მაგალითად იმას, რომ აქ არ იბიარდობენ, ან იმას, რომ დედაქალაქის ქუჩებში ბეგემოტს უსეირნია, ან იმას რომ ქალაქის ცენტრში, უცნაურ სახლში ცხოვრობს, ჟირაფი, ზვიგენი, პინგვინი ერთად) მაგრამ ასევე იგებ, რომ ამ ქვეყანაში საოცარი რაღაცეების ნახვაც შეიძლება და მიფრინავ.

ჩადიხარ. (სხვათაშორის კარგად იმგზავრე) არ დაღლილხარ. უკვე დაჯავშნილი გაქვს ადგილი გაბრიაძის კაფეში. გირჩიეს, რომ გემრიელად შეჭამ და ქალაქის დათვალიერება ამ ადგილიდან ჯობია.

მოკლედ, შედიხარ სასტუმროში, ივლებ შხაპს, და მაშინ როდესაც ყველაზე სასიამოვნო წუთებს შხაპგადავლებული (ეს მთავარი დეტალია) ატარებ შენს ბიჭთან ერთად, ანუ სექსი გაქვს მასთან და იმ ყველაზე მაგარ წამს იხედები ფანჯარაში (სასტუმრო ხედის გამო შეარჩია) რას ხედავ, შენს ფანჯარას უყურებს ქალი, (ჭოგრიტით ხელში) და თან თვალებზე ხელს იფარებს. (ისე რომ ჩანდეს) ეს ქალი გაოგნებული იყურება... იმიტომ რომ ვერ გაუგია ამ ყველაფერს როგორ აკეთებ დღე, (ჩვენთან სექსი მხოლოდ ღამით მოსულა) მერე გაოგნებულია, რომ ეს ყველაფერი ფეხზე დამდგარი ხდება (აქამდე ასე არ ენახა) და ბოლოს გაოგნებული იყურება იმიტომ, რომ ეს ხდება საერთოდ.

და ისე შურს შენი, ისე შურს, რომ მიდის და დაცვას ეუბნება - გაჩერდესო:)

იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბეგემოტიც დადის ქუჩაში. ზვიგენი, პინგვინი და ჟირაფიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ სექსი არა აქვთ.

ვიცი ჩამქოლავთ, მაგრამ არ მადარდებს ამჯერად ეგ ამბავი", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

თემას ეხმაურება ასევე ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი:

"მინუს 16 გრადუსია.

ჩრდილოელმა მეზობლებმა კერძოდ - ვლადიკავკაზიდან, 70 გარადუსიანი ჭაჭა დამალევინეს.  გაყინვას გადარჩებიო.

უკრაინელებმა საოცარი სალა მაჭამეს.

ქარბუქია.

თმა გუშინ გადავიხოტრე. (დეპრესიის ამბავია)

მიკროფონი ყინულის მონსტრადაა ქცეული.

ამ საგიჟეთში ვარ, მაგრამ მაინც მეფიქრება მე-15 სართულზე, ორ ადამიანზე - თბილისიის საოცარ ხედზე, რომ ეტ***ოდათ, და ვარდების მოედანზე პირდაღებულ ხალხზე.

ერო, ჩვენ საბანს რომ მივხედოთ, რა სიმშვიდე გვექნებოდა ხასიათში".

იხილეთ ასევე: "წყვილი ხალხის თვალწინ ტ...ს და რამე იღონეთ" - ისტორია თბილისის "საახალწლო ქალაქიდან"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს