12 წლის მაროკოელი პრინცი ხალხს ხელზე ამბორის უფლებას არ აძლევს

12 წლის მაროკოელი პრინცი ხალხს ხელზე ამბორის უფლებას არ აძლევს

12 წლის მოული ჰასანი მაროკოს მომავალი მეფეა. მართალია პრინცი ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა სამეფო ოჯახის წევრის ვალდებულებები უკვე აკისრია: სტუმრების მიღება, ოფიციალური დელეგაციების გაძღოლა, შეხვედრებზე დასწრება... ვიდეო, რომელზეც პრინცის ოფიციალური შეხვედრებია ასახული, ინტერნეტმომხმარებლებში ჰიტად იქცა. მასზე ასახულია, როგორ იცილებს თავიდან 12 წლის მოული მაროკოელი ჩინოვნიკებისა და სხვა პატივსაცემი სტუმრების მცდელობას, ხელზე ეამბორონ მომავალ მონარქს.

თუმცა, ინტერნეტმომხმარებლები ვერ შეთანხმდნენ, ბავშვი ამით პატივისცემას გამოხატავს უფროსი ადამიანების მიმართ, თუ უბრალოდ, პატარა გაზულუქებული ბიჭია, რომელსაც სულაც არ ეხატება გულზე ასობით ადამიანის ამბორი.

მოული ჰასანი მაროკოს მეფე მოჰამედის უფროსი ვაჟია. ბიჭს უმცროსი დაც ჰყავს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა