როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები

როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები

ბუბა კიკაბიძე ვერაზე, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მისაღებ ოთახში შესვლისთანვე მიხვდებით, რომ სახლში ვარსკვლავი ცხოვრობს. ირგვლივ "ორერას" აფიშებია, ანსამბლისა, რომელშიც ბატონი ვახტანგი მღეროდა და უკრავდა. კედლებს ამშვენებს ასევე წინაპართა ფოტოები, ბატონი ვახტანგი ხომ ბაგრატიონთა შთამომავალია. ამ ყველაფერს გემოვნებით ეხამება ულამაზესი ანტიკვარული ავეჯი. თვალში საცემია ასევე მშვენიერი გალერეა, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი საინტერესო ფერწერული ტილო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მასპინძელს მშვენიერი გემოვნება აქვს. ანტიკვარული ავეჯი კი ბატონ ბუბას ბებიისგან დარჩა.

ჯიმი ბრაუნის ეს ფიგურა მსახიობმა ნიუ-იორკში გასტროლების დროს შეიძინა, 15 წლის წინ. ამ გრამოფონზე კი ბატონმა ბუბამ პირველად მოუსმინა ფირფიტას. ეს გახლდათ ფრაგმენტი ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებიდან "დაისი". კომოდზე წინაპრების ფოტოებია მოთავსებული. მთელი სახლი ხელოვნებით არის გაჟღენთილი. ეს კი ის ნივთია, რომლითაც ბატონი ვახტანგი ამაყობს, ის თბილისელი ხელოსნის, ქიტესოვის ნახელავია. ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობთან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა.

იხილეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ