ციხიდან გაქცეული მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" 6-თვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

ციხიდან გაქცეული მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" 6-თვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, მეტსახელად "ელ ჩაპო" დააკავეს. "ბიბისის" ცნობით, დაკავების დროს იყო ორმხრივი სროლაც, რა დროსაც დაუზუსტებელი ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა.

"ელ ჩაპო" საპყრობილედან დაახლოებით ექვსი თვის წინ გაიქცა. მან გაქცევა საკანალიზაციო გვირაბით შეძლო. ეს მისი მეორე გაქცევა იყო.

იხილეთ ვიდეო

"ელ ჩაპო" თავდაპირველად 1993 წელს გვატემალაში დააკავეს, 2001 წელს კი იგი ციხიდან გაიქცა. 13 წლის შემდეგ, 2014 წელს კი ხელახლა დააკავეს. მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნიეტომ გუზმანის დაკავებას გუშინ "კანონის უზენაესობის გამარჯვება" უწოდა. "ელ ჩაპო" გუზმანი სინალოას კარტელის ლიდერი იყო. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონია.

ნახეთ ვიდეო: როგორ გაიქცა მექსიკელი ნარკობარონი ციხიდან 1,5-კილომეტრიანი გვირაბით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა