თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ "როიტერი" ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება". დაღუპულებს შორის ერთი თურქი პოლიციელია, 12 დაღუპული კი "ქურთთა მუშათა პარტიის" წევრია. ორი პოლიციელი დაიჭრა. შეტაკება პოლიციასა და ამბოხებულებს შორის თურქეთის აღმოსავლეთით მოხდა.