შვედეთის ერთ-ერთ აეროპორტ სკავსტაში მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის ბარგში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა საბარგო განყოფილებიდან და აეროპორტის მოსაცდელი დარბაზიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ბარგი მოხუც ქალბატონს ეკუთვნოდა. ის ამტკიცებს, რომ არ იცის, მის ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება როგორ აღმოჩნდა.