კელნში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების 40% სექსუალურ ხასიათს ატარებდა

კელნში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების 40% სექსუალურ ხასიათს ატარებდა

გერმანიის ქალაქ კელნში, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების რიცხვი 516-მდე გაიზარდა, საიდანაც დაახლოებით 40% სექსუალურ ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ "ბიბისი" კელნის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ყველა თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი.

თავად დაზარალებულების თქმით, თავდასხმის ღამეს კელნის მოედანზე 1 000-მდე მამაკაცი შეიკრიბა, რომელიც ჯგუფებად გაიყო და ქალებზე თავდასხმები განახორციელა.

თავდასხმების შემდეგ გერმანიაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. კანცლერი ანგელა მერკელი კი დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების დეპორტაციის წინადადებით გამოვიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა