დიკაპრიომ განმარტა, რატომ ჰქონდა სასაცილო რეაქცია ლედი გაგას დანახვაზე

დიკაპრიომ განმარტა, რატომ ჰქონდა სასაცილო რეაქცია ლედი გაგას დანახვაზე

გასული ღამის "ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე იდეალური სატელევიზიო ეპიზოდი დაფიქსირდა - როდესაც ლედი გაგამ "საუკეთესო ქალი მსახიობის" ჯილდო მიიღო მინისერიალისთვის, მან ლეონარდო დიკაპრიოს ჩაუარა სცენაზე ასასვლელ გზაზე და მას ზურგზე მოულოდნელად შეეხო, ამ დროს კი დიკაპრიომ ისეთი სახე მიიღო, რომელზეც ორი დღეა მთელი მსოფლიო იცინის.

ზურგს უკან ჩავლილი მომღერლის დანახვისას მსახიობი ჯერ შეხტა და მხარი გაწია, შემდეგ თვალები გაუფართოვდა და წარბები აპრიხა. ამით დიკაპრიომ იდეალური გიფ-მასალა მიაწოდა ინტერნეტსაზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო

გამოცემა Entertainment Tonight-მა დიკაპრიოს მისი მიმიკა აჩვენა და ინტერნეტსაზოგადოების რეაქციაც გააცნო. მსახიობმა მორიდებულად გაიცინა და განაცხადა: "ღმერთო ჩემო, ეს ახლა ტრენდად იქცა? უბრალოდ, არ ვიცოდი რამ ჩამიარა ზურგსუკან. სულ ესაა".

შეგახსენებთ, 11 იანვარს, "ოქროს გლობუსის" რიგით 73-ე

დაჯილდოების ცერემონიაზე ლეონარდო დიკაპრიომ მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა.

მომზადებულია popsugar.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება