ანგელა მერკელი - შენგენის ზონის დაცვის გარეშე ევროზონას ვერ შევინარჩუნებთ

ანგელა მერკელი - შენგენის ზონის დაცვის გარეშე ევროზონას ვერ შევინარჩუნებთ

"შენგენის ზონის დაცვის გარეშე ევროზონას ვერ შევინარჩუნებთ", - ეს განცხადება "დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.

მისივე თქმით, ევროპულ სივრცეში ღია საზღვრები ევროპის ერთიანი ვალუტის არსებობის წინაპირობაა.

"ევრო და საზღვრების თავისუფლად გადაკვეთის უფლება პირდაპირაა დაკავშირებული ერთმანეთთან", - აღნიშნა მერკელმა.

მისი განცხადებით, გერმანიამ უნდა იბრძოლოს შენგენის ზონაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შენარჩუნებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის გარე საზღვრები უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ დაცული იყოს შენგენის ზონა.

შენგენის რამდენიმე ქვეყანამ საზღვრებზე დროებითი კონტროლი მას შემდეგ დააწესა, რაც მიგრანტების ნაკადმა იმატა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა