აფეთქება სტამბოლის ცენტრში - არის მსხვერპლი

აფეთქება სტამბოლის ცენტრში - არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი. აფეთქება დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს.

"სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა