ქეთა თოფურიამ სათხილამურო კურორტზე ქმრის გარეშე დაისვენა

ქეთა თოფურიამ სათხილამურო კურორტზე ქმრის გარეშე დაისვენა

ქეთა თოფურიამ მეუღლე და ქალიშვილი ოლივია სახლში დატოვა და "ა სტუდიოს" მუსიკოსებთან ერთად პოპულარულ სამთო სათხილამურო კურორტ "როზა ჰუტორზე" დასასვენებლად გაეშურა, სადაც სამი დღე გაატარა.

კითხვაზე, თუ რატომ ჩავიდა სოჭში მარტო, ქეთიმ პასუხს თავი აარიდა, მაგრამ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე ბიზნესსაქმიანობის გამო დარჩა მოსკოვში, ხოლო ქალიშვილის წაყვანა მომღერალმა პატარა ასაკის გამო გადაიფიქრა. ამინდი, რომლითაც "როზა ჰუტორი" შეხვდა სტუმრებს, უსიამოვნო გამოდგა. - 20 გრადუს ყინვას ძლიერი წვიმაც ერთვოდა.

ფესტივალზე მონაწილეობის გარდა, თოფურია დროს მეგობრებთან - სერგეი ლაზარევთან, ემინა აგაპაროვასთან, ანი ლორაკთან და სხვებთან ერთად ატარებდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება