როგორ შეაშინა პუტინმა მერკელი ძაღლით

როგორ შეაშინა პუტინმა მერკელი ძაღლით

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არც უფიქრია ანგელა მერკელის შეშინება, როდესაც მასთან შეხვედრაზე თავის ლაბრადორი მიიყვანა ცხრა წლის წინ.

მერკელს 1995 წელს თავს ძაღლი დაესხა და მას შემდეგ ძაღლების ეშინია. 2007 წელს სოჭში პუტინთან შეხვედრისას გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ დისკომფორტს განიცდის მერკელი ძაღლის ოთახში ყოფნის გამო. რუსეთის პრეზიდენტი ფოტოებზე იღიმის, როდესაც ხედავს, როგორ ეშინია მერკელს ძაღლის.

"მინდოდა მისთვის რაიმე კარგი გამეკეთებინა. როდესაც გავიგე, რომ ძაღლები არ უყვარდა, რასაკვირველია, მოვუბოდიშე", - ყვება პუტინი გერმანულ გაზეთ "ბილდთან" ინტერვიუში.

მოგვიანებით მერკელმა ჟურნალისტებს განუცხადა: "მესმის, რატომ გააკეთა პუტინმა ეს, რომ დაემტკიცებინა საკუთარი კაცობა. საკუთარი სისუსტეების ეშინია. რუსეთს არაფერი აქვს, არც წარმატებული პოლიტიკა, არც ეკონომიკა. მხოლოდ ეს გააჩნიათ".

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა