6 "ჯადოსნური" სიტყვა, რომლითაც ბავშვს ყველაფერზე დაითანხმებთ

6 "ჯადოსნური" სიტყვა, რომლითაც ბავშვს ყველაფერზე დაითანხმებთ

ხშირად დაგჭირვებიათ ბავშვთან ყვირილი? რას იზამთ, მასთან მოლაპარაკება ადვილი არ არის და ნერვებიც ხშირად გვღალატობს. მით უმეტეს, რომ ბავშვის ახირებების გარდა უმარავი საქმე და საზრუნავი გაქვთ. თუმცა ეს არ გამართლებთ - ყვირილი ყველა შემთხვევაში თქვენი სისუსტის გამოხატულებაა და არა ავტორიტეტის. თანაც "ყვირილის" მეთოდი დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა. არსებობს ბავშვთან მოლაპარაკების სხვა ხერხებიც, რომლებიც უფრო საიმედოა.

თუ გინდათ, რომ ბავშვმა გაგიგოთ, დაუჯექით ახლოს, ისე, რომ მზერა ორივეს ერთ სიმაღლეზე გქონდეთ. მიიხუტეთ მკერდზე ან მისი ხელი ხელში აიღეთ და ნაზად, მაგრამ გარკვევით უთხარით სათქმელი. ამ ხერხს შესანიშნავი შედეგები აქვს.

გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე "ჯადოსნური" სიტყვა, რომელიც ურთიერთობას უფრო დამთმობსა და გამგევს ხდის.

"კარგი, თუ..." - "არას" ნაცვლად

პირდაპირ ნათქვამმა "არამ" შეიძლება ისტერიკის პროვოცირება გამოიწვიოს. მით უმეტეს, თუ ბავშვი დაღლილი ან მშიერია. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმულირება "იქნებ", ან "კარგი, ოღონდ...". ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე გამუდმებული აკრძალვები. თუ ბავში გასეირნებას გთხოვთ, თან დაუყოვნებლივ, შეგიძლიათ უპასუხოთ: "კარგი, წავედით, ოღონდ თუ სწრაფად მიალაგებ სათამაშოებს". ეს მას დალაგების მოტივაციასაც გაუჩენს, რომელსაც სხვა დროს მთელ დღეს მოანდომებდა. აქ უკვე მთავარია, მშობელმა შეასრულოს დაპირება. თუ სათამაშოებს მართლაც მიალაგებს, მაშინვე ჩააცვით და წაიყვანეთ.

"მაპატიე"

შეცდომა ყველას მოსდის. არც მშობლები არიან გამონაკლისი. საქმე ისაა, რომ შეცდომის შემთხვევაში ბოდიშს ვუხდით მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, მაგრამ საკუთარ შვილებს - არასოდეს. მათ ზრდილობიანი მოპყრობა უფროსებზე ნაკლებად როდი სჭირდებათ. ასეთი მოპყრობით ისინიც სწავლობენ თავაზიანობას.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ