პუტინი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

პუტინი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოსაზრებით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აუცილებელია ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნა.

"ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრისას უკრაინის კრიზისზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, აუცილებელია კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აღმოსავლეთ რეგიონების წარმომადგენლებთან და მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს.

პუტინმა და ობამამ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევა, რასაც მკაცრი საერთაშორისო პასუხი უნდა მოჰყვეს", - წერს რუსული მედია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა