მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი, რომელიც ცნობილი იყო "ჰარი პოტერში" პროფესორ სნეიპის და "კერკეტ კაკალში" ჰანს გრუბერის როლებით, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგოც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მსახიობი სიმსივნით გარდაიცვალა. რიკმანი ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და დაფასებული მსახიობი იყო, რომელმაც ამერიკაშიც არაერთი საკულტო პერსონაჟი და დასამახსოვრებელი როლი შექმნა.

იხილეთ ვიდეო

რიკმანის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი სიმსივნით გარდაიცვალა 69 წლის ასაკში. გარდაცვალების ჟამს მასთან იყვნენ ოჯახის წევრები და მეგობრები".

2009 წელს ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი თბილისში იმყოფებოდა. ალან რიკმანმა 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქართველი ხალხისადმი მეგობრობის ნიშნად, რუსთაველის თეატრში უილიამ შექსპირის ჰენრი მეხუთე წარმოადგინა.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება