”შარლი ებდომ” მორიგი სკანდალური კარიკატურა გამოაქვეყნა

”შარლი ებდომ” მორიგი სკანდალური კარიკატურა გამოაქვეყნა

სატირულმა გამოცემა ”შარლი ებდომ” გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელიც კიოლნში მიგრანტების მიერ მოწყობილი მასობრივი თავდასხმების ღამეს მიეძღვნა. კარიკატურაზე გამოსახულნი არიან გოგონები, რომლებიც აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცებს გაურბიან. აგრეთვე კარიკატურის კუთხეში დახატულია საბერძნეთის ნაპირზე გამორიყული, ტრაგიკულად გარდაცვლილი ბავშვის აილან კურდის სხეული.

მხატვარ Riss-ს კარიკატურა გამოცემის ახალ ნომერში 13 იანვარს გამოქვეყნდა. კარიკატურაზე წარწერაა: ”რას გააკეთებდა აილან კურდი რომ გაზრდილიყო? უკანალზე დაუწყებდა გერმანელ ქალებს ხელების ფათურს”.

თავის მხრივ, სოციალური ქსელის მომხმარებლები ნეგატიურად შეხვდნენ კარიკატურას და მას ცინიკური და ვულგარული უწოდეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა