რუსეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელს პროსტიტუციაში ადანაშაულებენ

რუსეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელს პროსტიტუციაში ადანაშაულებენ

კალინინგრადში ერთ-ერთი ბაღის ახალგაზრდა აღმზრდელს პროსტიტუციაში სდებენ ბრალს. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ერთ-ერთმა მშობელმა ბაღის დირექტორს განუცხადა, რომ ბაღის თანამშრომელი თავისუფალ დროს პროსტიტუციას ეწევა. ასევე ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია აღმზრდელის და მისი ერთ-ერთი კლიენტის შეხვედრა. კადრებში გოგონა ინტიმურ გარემოში იმყოფება და მამაკაცს ეუბნება, რომ ბავშვებს ცეკვას და სიმღერას ასწავლის, ხოლო ინტიმური მომსახურება მის ძირითად სამუშაოზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, იგი პროსტიტუციით რეგულარულად არ არის დაკავებული და მუდმივ ურთიერთობაში არავისთან იმყოფება.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ადრე აღმზრდელი ღამის კლუბში ცეკვავდა, ხოლო მისი ანკეტის ნახვა სხვადასხვა ინტიმ-საიტებზე იყო შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა