ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია, რომელსაც რიგ შემთხვევაში სირთულეებიც ახლავს თან. ხატია სიჭინავამ ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი გააჩინა, ამიტომ შვილის დაბადების სასიამოვნო მოლოდინზე სასაუბროდ ამჯერად მას მივმართეთ.
- პირველი ორსულობის დროს ძალიან დაფეთებული ვიყავი, წარამარა ექოსკოპიას ვიკეთებდი, არადა, თურმე არ შეიძლება ასე ხშირად ამის გაკეთება. შენახული მაქვს ექოს ყველა სურათი, მუცლადმყოფი ბავშვის ყველა განძრევაზე ძალიან ვიძაბებოდი და ზემდეტ ყურადღებას ვაქცევდი უმნიშვნელო დეტალებს, მეც და ჩემი ქმარიც ემოციურად ვხვდებოდით ყველაფერს. რამაზსაც სულ მუცელზე ედო ხელი და დიდი გულისყურით ელოდა მის თითოეულ მოძრაობას. ორსულობის ბოლო თვეები ისედაც მძიმეა, ვერ ტრიალდები, გულაღმა წოლა არ შეიძლება, რადგან ასეთ მდგომარეობაში ბავშვი ვერ სუნთქავს და გაქვს სულ დისკომფორტი. ვითვალისწინებდი ექიმის ყველა რჩევას, მერჩივნა, მე გამეთენებინა ღამე, ვიდრე ვთქვათ, გულაღმა დავწოლილიყავი და ბავშვს ვერ ესუნთქა. მოკლედ, მართლა პანიკაში ვიყავი, სამჯერ მივედი სამშობიაროდ, მაგრამ სამივეჯერ ცრუ იყო ჩემი განგაში, მეგონა, მეწყებოდა მშობიარობა და სასწრაფოდ გავრბოდი, არადა რეალურად არც ვიცოდი, რა სიმპტომები ჰქონია მშობიარობის დაწყებას. რატომღაც დილის 6 საათზე მქონდა ხოლმე მშობიარობის შეგრძნება, გავვარდებოდით სამშობიაროში და უკან გვაბრუნებდნენ. უკვე მართალა რომ დამეწყო, მე თვითონვე მერიდებოდა სამშობიაროში მისვლა.
განაგრძეთ კითხვა