"რობინზონი და ცხრა პარასკევა" - ვინ შეკრიბა ქართველი ვარსკვლავები ახალ საოჯახო კომედიაში

"რობინზონი და ცხრა პარასკევა" - ვინ შეკრიბა ქართველი ვარსკვლავები ახალ საოჯახო კომედიაში

კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ქეთა თოფურია, დათო ხუჯაძე ირაკლი ფირცხალავა... და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ცნობილი და მაყურებლისთვის საყვარელი სახე შეკრიბა რეჟისორმა გიორგი კიკალეიშვილმა თავის ახალ ფილმში - "რობინზონი და ცხრა პარასკევა". სათავგადასავლო იუმორისტულ კომედიაში მთავარ როლს პაატა გულიაშვილი ასრულებს. ესაა საოჯახო ფილმი, რომელიც თანაბრად დააინტერესებს ყველა ასაკისა თუ გემოვნების მაურებელს და რომლის პრემიერა 21 იანვარს, კინოთეატრ ამირანში შედგება.

იხილეთ ფილმი თრეილერი

ფილმის გადაღებები ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი კი გადაღებების დაწყებამდე დაახლოებით 6 თვე გრძელდებოდა. როგორც რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი ამბობს: "ჩვენი ჯგუფი დიდი ხანი ემზადებოდა იმისთვის, რომ საბოლოოდ შექმნილიყო კარგი ხარისხის ფილმი, საოჯახო თბილი კომედია, რომლის ნახვის შემდეგაც კინოთეატრებს აუცილებლად დატოვებთ დადებითი და ცოტა ნოსტალგიური ემოციებით".

ფილმის სიუჟეტი ასეთია: რობინზონი ხვდება ცხრა პარასკევათი დასახლებულ ფემინისტურ კუნძულზე, რომელთა როლები ქართველმა ლამაზმანებმა მოირგეს: მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, ნანუკა გოგიჩაიშვილი და სხვები... ფილმში ასევე მონაწილეობს ბელორუსი ტელევარსკვლავი ლუცია ლუშიკი, აზერბაიჯანში ცნობილი ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე და დღეს უკვე აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ფოლად ბულბულ ოღლი. ფილმის გადაღებები თბილისში, ბათუმსა და ბაქოში მიმდინარეობდა.

21 იანვრიდან ფილმის ნახვა შესაძლებელია საქართველოს კინოთეატრებში, ხოლო თებერვლიდან "რობინზონი და ცხრა პარასკევა" აზერბაიჯანის და ბელორუსის კინოთეატრებში გამოჩნდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება