გაუჩინარებული და, გერის, ცოლ-ქმარ ნინუებისა და გოჩა მაღალთაძის მკვლელობა - რა აკავშირებს კუჭავას ამ საქმეებთან

გაუჩინარებული და, გერის, ცოლ-ქმარ ნინუებისა და გოჩა მაღალთაძის მკვლელობა - რა აკავშირებს კუჭავას ამ საქმეებთან

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხ საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

იხილეთ ვიდეო

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ გააცოცხლა, ამოწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005-2009 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომელსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ გამოძიება ამ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის დადგენაზე მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ