რატომ არ ჩადის ქეთა თოფურია ოდესაში: "სააკაშვილს დიდად არ ვუყვარვარ..."

რატომ არ ჩადის ქეთა თოფურია ოდესაში: "სააკაშვილს დიდად არ ვუყვარვარ..."

A'Studio-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ ფანების შეკითხვებს პოპულარული აპლიკაცია "პერისკოპით" უპასუხა. ერთ-ერთი საინტერესო პასუხი მის ოდესაში ჩასვლას შეეხებოდა. ერთ-ერთმა ფანმა მომღერალს სთხოვა, რომ ოდესაში ჩავიდეს ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად.

"თუ სააკაშვილი დამპატიჟებს, ჩამოვალ. მას მე დიდად არ ვუყვარვარ, ასე რომ, არა მგონია, ვნახოთ. პირადად დამპატიჟოს და შეიძლება ჩამოვიდე კიდეც. რაც შეეხება კიევს, იქაურობა ძალიან მომენატრა, დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მოგეხსენებათ, იქ საშინელი სიტუაციაა, ადამიანები იტანჯებიან. ვიტანჯებით ჩვენც, გვენატრებიან მეგობრები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი დალაგდება და კიევში ჩამოსვლას მოვახერხებთ", - ასე უპასუხა ქართველმა მომღერალმა უკრაინელი ფანების შეკითხვებს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება