"ოსკარზე" თუ დაიძინა, მე უნდა შევწუხებულიყავი, ჩემ მხარზე ეძინა" - ზაზა ურუშაძე მიშა მესხის კრიტიკოსებს მიმართავს

"ოსკარზე" თუ დაიძინა, მე უნდა შევწუხებულიყავი, ჩემ მხარზე ეძინა" - ზაზა ურუშაძე მიშა მესხის კრიტიკოსებს მიმართავს

რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება მიშა მესხზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც უკრაინულმა ტელეარხმა Еспресо.TV-მ კიევში გადაიღო. შეგახსენებთ, ზაზა ურუშაძე ქართულ-ესტონური ფილმის "მანდარინების" რეჟისორია, რომელიც 2015 წელს "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ მიშა მესხი ასრულებს.

"რა გჭირთ ხალხო, რა დაეტაკეთ ამ ბიჭს, მეტი საქმე არ გაქვთ???!!! რას აქვეყნებთ გამწარებული ამ ვიდეოს - როგორ ძინავს მიშას ტაქსიში, იმის მაგივრად იგნორი გაუკეთოთ ამ ყოვლად ამაზრზენ, ადამიანის უფლებების შემლახველ ვიდეოს! რა გაბოროტებულები ხართ! ოსკარებზეც თუ დაიძინა, მე უნდა შევწუხებულიყავი ყველაზე მეტად, ჩემ მხარზე ეძინა და მე ვუვლიდი, თქვენ რამ შეგაწუხათ ასე????!!! სხვისი ცხოვრებით ნუ ცხოვრობთ, დაიღუპებით!" - წერს ურუშაძე ფეისბუქზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს