სირიაში რუსეთის ავიადარტყმებს 63 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში რუსეთის ავიადარტყმებს 63 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 63 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა სირიაში რუსული ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ "როიტერს" ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უგლებათა დაცვის ობსერვატორიაში განუცხადეს.

ავიადარტყმები ქალაქ დეირ ალ-ზორთან ახლოს განხორციელდა. რუსეთმა ავიაშეტევები იმ დროს განახორციელა, როდესაც ასადის არმიასა და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შორის შეტაკება მიმდინარეობდა.

რუსეთმა დარტყმა განახორციელა ქალაქ რაკაზეც, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა