"ვერ მივმხვდარვარ, რატომ მოუნდა პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში ჩარევა" - ზურაბ­ სოტკილავა

"ვერ მივმხვდარვარ, რატომ მოუნდა პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში ჩარევა" - ზურაბ­ სოტკილავა

"კარგად ვარ! ავადმყოფობა უკან მოვიტოვე. ცოტა ხნის წინ მოსკოვის პირველ არხზე ვიყავი მიწვეული. მერე ჩანაწერი ვნახე და ჩემი თავი მომეწონა! განზრახული მაქვს, თბილისში­ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება", - ყველასთვის საყვარელი საოპერო მომღერალი ზურაბ­ სოტკილავა მოსკოვიდან გვესაუბრა:

- ხშირად მახსენდება აფხაზეთში გატარებული ბავშვობა, ეს ყველაზე სანუკვარი ხანაა. გაჭირვების მიუხედავად, თბილად ვექცეოდით ერთმანეთს, ვუღიმოდით, ჭირშიც და ლხინშიც ერთად­ ვიყავით. სოხუმში, ჩვენი ეზოს წინ, დიდი ხე იდგა. მის ძირში მთელი სამეზობლო ვიკრიბებოდით. ბებიაჩემი კარგად უკრავდა გიტარაზე, მისი დაც და დედაჩემიც არ ჩამოუვარდებოდნენ.­ მთელი ოჯახი ვმღეროდით. მენატრება­ აფხაზეთი. მე შემიძლია შევიდე სოხუმში, საკმაოდ გავლენიანი მეგობრები მყავს, უსაფრთხოდ ვიქნები და ხელს ვერავინ შემიშლის, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ: თუ დაბრუნებაა, ყველა ერთად უნდა დავბრუნდეთ. ვიდრე სამასი ათასი დევნილი არ დაბრუნდება, მანამ ფეხს არ ჩავდგა!!

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება