ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს

ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფილმი "Deadpool"-ია. არაორდინალური სუპერგმირი, რომელიც "მარველის" კომიქსების მიხედვითაა შექმნილი, უცენზურო ლექსიკითა და ბევრი სისხლიანი სცენით გამოირჩევა. ფილმის (თებერვალში გამოდის მსოფლიოს კინოეკრანებზე) სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მთავარი როლის შემსრულებელი რაიან რეინოლდსი მოსკოვს ეწვია.

იხილეთ ვიდეო

ჰოლივუდის ვარსკვლავის მოსკოვურ ვოიაჟს ექსკლუზიურად აშუქებს ონლაინ-პორტალი КиноПоиск, რომელიც ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "რაიან რეინოლდსი მოსკოვში ამ წუთას "Deadpool"-ის პრესკონფერენციაზე იმყოფება. მან უკვე გადაწყვიტა, დედპული რუსი რომ ყოფილიყო, მისი საყვარელი საჭმელი არა ჩიმიჩანგა, არამედ ხაჭაპური იქნებოდა. სრულ რეპორტაჟს ღონისძიებიდან მალე შემოგთავაზებთ", - ნათქვამია პოსტში. როგორც ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავს ხაჭაპური ძალიან მოეწონა, მაგრამ მასპინძლებმა ის, როგორც რუსული სამზარეულოს ნაწილი, ისე გააცნეს.

რაიან რეინოლდსი სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი და ბლეიკ ლაივლის ამჟამინდელი მეუღლეა. მან პოპულარობა მოიპოვა ფილმებით: "ცოცხლად დამარხული", "წინადადება" და სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება