ვირუსი "ზიკა" შესაძლოა, ამერიკის კონტინენტებზე გავრცელდეს

ვირუსი "ზიკა" შესაძლოა, ამერიკის კონტინენტებზე გავრცელდეს

ახალი ვირუსი "ზიკა" შესაძლოა, ამერიკის კონტინენტებზე გავრცელდეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იტყობინება.

ინფექცია, რომელიც ცხელებას, თავის ტკივილს და კონიუქტივიტს იწვევს, უკვე დაფიქსირდა კარიბის ზღვის რეგიონსა და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე.

"ზიკას" ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ვირუსი აფრიკისთვის ნაცნობია, იგი პირველად ამერიკის კონტიტენტზე 2015 წლის მაისში დაფიქსირდა. "ზიკას" ვირუსი ადამიანს კოღოს კბენის შედეგად გადაეცემა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა