როგორ სახლში ცხოვრობს დიანა ღურწკაია

როგორ სახლში ცხოვრობს დიანა ღურწკაია

ახალი დიზაინერული შტრიხები, ულტრათანამედროვე და ცოტა უცნაური აქსესუარები - ეს ყველაფერი მისთვის უცხოა. დიანა ღურწკაიასთვის მთავარია, რომ მის სახლში სუფევდეს სიმშვიდე და სიმყუდროვე.

- ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ძალიან მიყვარს, გასტროლების შემდეგ სრულ რეაბილიტაციას მხოლოდ საკუთარ სახლში ვახერხებ, გავაღებ თუ არა კარს და შევიგრძნობ თუ არა ჩემი სახლის სურნელს, თავს უზომოდ ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ.

ძალიან მიყვარს სტუმრების გამასპინძლება. რომ არ მოვიწყინოთ ხოლმე, ხშირად ვმღერი. საკუთარ თავს აკომპანემენტს თავად ვუკეთებ ფორტეპიანოზე, იშვიათად ცოტ-ცოტას გიტარაზეც ვუკრავ ხოლმე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძირითადად საკუთარ რეპერტუარს ვასრულებ, კონცერტზე ხომ არ ვართ. მიყვარს სხვა შემსრულებლების სიმღერების შესრულება, ასევე ხალხური სიმღერები.

ძველი-ახალი სახლი ძველ არბატზე

დიანა ღურწკაია მოსკოვის ცენტრში, ძველ არბატზე ცხოვრობს. გარედან გეგონებათ, რომ სახლი ძალიან ძველია, თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით სტუმრობის დროს. ირგვლივ საოცარი სისუფთავეა.

ამ ადგილზე ძველებური სახლი იყო. როდესაც მისი რესტავრირება გადაწყვიტეს, მიხვდნენ, რომ შიგნით აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეეცვალათ, ძველი სახლის დანგრევა და მისი იდენტურის, ახლის აშენება ბევრად იაფი დაჯდებოდა.

დიანას ბინა ამ სახლში ყველაზე დიდია. მისი გარემონტება დროში საკმაოდ გაიწელა. ერთდროულად რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?