პუტინს ყოფილი ცოლი გაუთხოვდა

პუტინს ყოფილი ცოლი გაუთხოვდა

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი ლუდმილა პუტინა მეორედ გათხოვდა. სენსაციურ ახალ ამბავს გამოცემა Собседник აქვეყნებს, რომელმაც გამოძიება ჩაატარა ყოფილი პირველი ლედის შესახებ. 58 წლის ლუდმილა პუტინამ უკვე თითქმის ოთხი წელია გვარი ოჩერეტნაიათი შეიცვალა.

იხილეთ ვიდეო

ლუდმილა ალექსანდროვნას წრეში ასეთი გვარის მქონე ადამიანის იდენტიფიცირება რთული არ გამოდგა: მისი მეუღლე 37 წლის არტურ ოჩერეტნია, ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრის უფროსი. ამ ორგანიზაციას პუტინის ყოფილი მეუღლე დიდი ხანია უწევს მხარდაჭერას.

ვლადიმერი და ლუდმილა 30 წელი იყვნენ დაქორწინებულნი - 1983 წლიდან 2013 წლამდე. მათ ერთად ორი ქალიშვილი ჰყავთ - 30 წლის მარია და 29 წლის კატერინა.

საინტერესოა, როგორ აეწყობა ახლა ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება: 2013 წელს ცოლთან დაშორების შემდეგ კითხვაზე პირადი ცხოვრების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტი ხუმრობით პასუხობდა, რომ ჯერ ყოფილი მეუღლე უნდა გაეთხოვებინა.

მომზადებულია www.elle.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა