ქეთამ შვილის ბანაობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა

ქეთამ შვილის ბანაობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა

ქეთა თოფურია აქტუალობას არასდროს კარგავს. ყოველთვის მოდური, მხიარული, აქტიური და... სკანდალურია. მისი სხვადასხვა ნაბიჯი თუ ფოტო ხშირად იწვევს აჟიოტაჟს, აზრთა სხვადასხვაობას. მომღერალს არც შვილის გაჩენის შემდეგ დაუკარგავს საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება, მით უმეტეს, რომ მშვენიერ ფორმაშია და სცენასაც მალე დაუბრუნდა.

ამჯერად მისი თაყვანისმცემლები ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულმა ორმა ფოტომ ააღელვა. პირველზე ქეთა უმაკიაჟოდ არის აღბეჭდილი, მორიგი გადაფრენის წინ - ასე მიაწერა ქეთამ ფოტოს და სავარაუდოდ, აეროპორტში მყოფს ან იქ წასვლამდე აქვს ეს ფოტო გადაღებული. რატომღაც ქეთას თაყვანისმცემლების დიდ ნაწილს ეს ბუნებრივი ფოტო არ მოეწონა და უარყოფითი კომენტარებით აავსეს მომღერალი.

რამდენად ხშირადაც საკუთარ ფოტოებს დებს, ისე ხშირად სულაც არ ანებივრებს საზოგადოებას ქალიშვილის ფოტოებით. პატარა ოლივიას სრული ფოტო - ანუ სადაც სახე უჩანს, პრაქტიკულად, ჯერ არ გამოქვეყნებულა. ძირითადად, სახე დაფარული აქვს ხოლმე. ასეა რამდენიმე ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოზე.

რამდენიმე დღის წინ კი ბავშვის ბანაობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც პატარა ოლივია გაცილებით კარგად ჩანს. თუმცა ფოტო სკანდალური სულ სხვა რამის გამო აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ ფოტოზე ოლივია თავის აბაზანაში ბანაობს, სპეციალურ სკამში ჩამჯდარი. სწორედ ამ სკამმა გამოიწვია ზოგიერთი გამოცდილი მშობლის აღშფოთება. მათი აზრით, ოლივია ჯერ არ არის იმხელა, რომ ასე იჯდეს სკამზე.

ოლივია 7 თვის ხდება და ბევრის აზრით, მისთვის ადრეა ასეთ სკამში ჩაჯდომა. ზოგს სათამაშოც არ მოეწონა და მისი გაკრიტიკებაც დაიწყო. ფაქტი კი ის არის, რომ სავარაუდოდ, ქეთას არც წაუკითხავს ეს კომენტარები და ალბათ, არც აინტერესებს მსგავსი კრიტიკა.

იხილეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება