ლეონარდო დიკაპრიო რომის პაპს შეხვდა

ლეონარდო დიკაპრიო რომის პაპს შეხვდა

ლეონარდო დიკაპრიო ვატიკანში ვიზიტის დროს, რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრისას დიალოგი გარემოს დაცვის საკითხებს შეეხო. მსახიობმა კათოლიკური სამყაროს მწყემსს ჰოლანდიელი ფერმწერის ჰიერონიმუს ბოსხის ნახატების წიგნი აჩუქა და უამბო, თუ რა გავლენა იქონია ამ მხატვრის შემოქმედებამ მის ცხოვრებაში პატარა ასაკიდან, მაშინ, როცა საძინებელ ოთახში მისი ერთ-ერთი ნამუშევრის ფოტო ეკიდა.

იხილეთ ვიდეო

შეხვედრის დასაწყისში დიკაპრიო პაპს იტალიურად მიესალმა. როგორც გამოცემა Associated Press იტყობინება, ლეოს სიტყვების თარგმანი ასეთია: "თქვენო უწმინდესობა, მადლობა, რომ პატივი დამდეთ და ნება მომეცით, პირადად შეგხვედროდით" და პაპს ბეჭედზე ემთხვია.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება