"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს

"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს

"ემის" ჯილდოს მფლობელი ჰოლივუდელი ფოტოგრაფი და რეჟისორი ჯეიმს ჰიგინსონი ახალგაზრდა ქართველი ბერების შესახებ ფილმის "DEVOUT-ღვთისმოშიში" გადაღებებს ასრულებს. განდეგილი ბერების შესახებ ფილმის გადაღებები რუის-ურბნისის ეპარქიაში მიმდინარეობდა, აი, რას გვიყვება ბატონი ჯეიმსი:

- საქართველოში პირველად 2012 წელს ვიყავი. ვიზიტის შემდეგ, ძალიან დავინტერესდი საოცარი ძამას ხეობით. მანამდე ნანახი მქონდა შატბერდის მამათა მონასტრის ფოტო, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა ქართველმა სტუდენტმა მანახა და მკითხა ხომ არ ვინახულებდი ამ ადგილს. მანვე დაგეგმა პირველი მოგზაურობის ორგანიზება და როდესაც ხეობაში ჩავედი, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. გავოცდი ულამაზესი, მაგრამ მკაცრი მთის პეიზაჟებით. აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა. ძალიან დამაინტერესა სიყვარულისა და ვალდებულების კომბინაციამ, რომელიც ხეობაში მაცხოვრებელ ბერებს ახასიათებს. ისინი ცხოვრობენ ექსტრემალურად მძიმე საცხოვრებელ პირობებში. ასევე გაოცებული ვიყავი ბერების ასაკით და მინდოდა გამეგო მათ შესახებ უფრო მეტი. ვიგრძენი, რომ ძამას ხეობის ბერების პატიოსანი და ღია ცხოვრების ასახვით და მათ ცხოვრებაში ჩახედვის შესაძლებლობით, მე შემეძლო დახმარება გამეწია ხალხისთვის და ამეშენებინა ხიდი, რომელიც აკავშირებეს გულებს, აერთიანებს სულებს, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს გადალახონ განსხვავებები.

- ორიოდე სიტყვა, იქნებ, ფილმის შინაარსზეც გვითხრათ...

- ფილმი "DEVOUT-ღვთისმოშიში" არის მოგზაურობა ძამას ხეობის მონასტრებში, დაკვირვება ახალგაზრდა თუ ასაკოვანი ბერების ცხოვრებაში. მოკლედ, ეს არის ფილმი - ამბავი რწმენაზე. ფილმში ვაჩვენებთ ბუნების სცენებს, საქართველოს კავკასიონის მკაცრ პეიზაჟებს, რომელიც ერთდროულად უცხოც არის, ახლობელიც და ამოუცნობიც, ისევე, როგორც ღმერთი და რწმენა.

ფილმი "DEVOUT-ღვთისმოშიში" სტუმრობს დაფარულ მონასტრებსა და იქ მოღვაწე ბერებს. ხეობაში ჩვენ შევხვდით ახალგაზრდა ღვთისნიერ ბერს მამა ანუბს. ის 22 წლისაა და ჭეშმარიტი რწმენის ძიების გზას ადგას. იგი ასაკის მიუხედავად, საოცრად შორსმჭვრეტელი ადამიანია და სრულიად ჩაფლულია სულიერ ცხოვრებაში.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება