დევიდ ბოუიმ თანაშემწეს - 2 მილიონი, შვილების ძიძას კი 1 მილიონი დოლარი დაუტოვა

დევიდ ბოუიმ თანაშემწეს - 2 მილიონი, შვილების ძიძას კი 1 მილიონი დოლარი დაუტოვა

ლეგენდარულმა როკმომღერალმა, დევიდ ბოუიმ თავის ოჯახს 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დაუტოვა. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ბოუის ანდერძშია აღნიშნული. მომღერლის ქონების ნახევარი მის მოდელ ცოლს - იმანს გადაეცემა, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე სახლიცაა, სადაც წყვილი ცხოვრობდა. დანარჩენი ქონება კი მომღერლის ვაჟსა და ქალიშვილს შორის გადანაწილდება.

ამასთან, ანდერძის მიხედვით, როკვარსკვლავმა პირად თანაშემწეს, კორინ შვაბს 2 მილიონი დოლარი, მისი შვილების ყოფილ ძიძას, მარიონ სკენს კი 1 მილიონი დოლარი უანდერძა.

დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში 10 იანვარს სიმსივნით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება