სირიაში მომხდარი ტერაქტების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

სირიაში მომხდარი ტერაქტების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

სირიაში მომხდარი ტერაქტების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი გაორმაგდა. ბოლო ინფორმაციით, დამასკოს საიდ ზაინაბის რაიონში მომხდარ ტერაქტებს 60 ადამიანი ემსხვერპლა, 128 კი დაიჭრა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამსაკოს ამ შიიტურ რაიონში სამი ტერაქტი მოხდა. ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ავტომანქანაში იყო დამონტაჟებული, დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს, მეორე და მესამე ასაფეთქებელი თვითმკვლელმა ტერორისტებმა აამოქმედეს.

პირველი და მეორე აფეთქება ბაზართან მოხდა, რის შედეგადაც უმეტესად ბავშვები დაიღუპნენ, რომლებიც სკოლიდან ბრუნდებოდნენ. დაიწვა ათობით ავტომანქანა და მაღაზია. ძლიერი დაზიანება მიიღო საცხოვრებელმა სახლებმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა