ავსტრია 50 ათასამდე დევნილის დეპორტაციას გეგმავს

ავსტრია 50 ათასამდე დევნილის დეპორტაციას გეგმავს

ავსტრიის ხელისუფლება უახლოესი სამი წლის განმავლობაში ქვეყნიდან 50 ათასამდე დევნილის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს.

"ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის იოჰან მიკლ-ლაიტნერის განცხადებით, ავსტრია აპირებს იმ ტენდენციის გაფართოებასა და დაჩქარებას, რაც დევნილების დეპორტაციას უკავშირდება.

გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა წელს მიიღებს, 37,5 ათასი ადამიანია. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 2019 წლამდე ავსტრია აპირებს 50 ათასამდე ადამიანის დეპორტირებას.

გავრცელებული მონაცემებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ მიზანს მიაღწიოს, აპირებენ, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, საქართველო, მონღოლეთი და განა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანონ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა