ცნობილი ადამიანების გამორჩეული და შთამბეჭდავი სახლები

ცნობილი ადამიანების გამორჩეული და შთამბეჭდავი სახლები

ამ ჩამონათვალში რამდენიმე ცნობილი ადამიანის ბინის ინტერიერია, რომლებიც სხვებისგან მკვეთრად გამოირჩევა. ამ ადამიანებს, სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტი საშუალება აქვთ, ჰყავდეთ ცნობილი და პროფესიონალი დიზაინერები, იციან თანამედროვე მოდის ტენდენციების შესახებ და მათი სახლების დათვალიერება საინტერესოა. იქნებ გამოგვადგეს კიდეც რაიმე საინტერესო იდეის შესარჩევად ჩვენი სახლებისთვის.

დონატელა ვერსაჩე - დიზაინერი

ხავერდი, აბრეშუმი, ოქრო - ცნობილი დიზაინერის სახლი თავიდან ბოლომდე ბრწყინავს. ბალიშებიდან დაწყებული ჭაღებით დამთავრებული ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახლის პატრონს უყვარს არა მარტო ტანსაცმელი, არამედ სახლის ნივთები და აქსესუარებიც.

მოდის სახლის პატრონობა და მისი მმართველობა ადვილი საქმე არ არის. დონატელას ხშირად უხდება მოგზაურობა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფოტოები კი მისი ერთ-ერთი სახლი არის მილანში.

სარა ჯესიკა პარკერი - მსახიობი

როდესაც სერიალის "სექსი დიდი ქალაქში" ვარსკვალვი თავის სანაპირო სახლს აწყობდა, გაითვალისწინა ის ფაქტორები, რომ ქვიშას, მარილიან წყალსა და მზეს მისთვის სახლში დისკომფორტი არ შეექმნა. ამასთან, მსახიობი ცდილობდა, რომ მისი სახლი არ დამსგავსებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავების სასახლეებს, უნდოდა, საკუთარი ნავსაყუდელი მყუდრო და უბრალო ყოფილიყო.

გაგრძელება + ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება