ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება

"სპექტაკლებიდან მონოლოგები შევკრიბე, მიზანსცენა გავაკეთე, მუსიკად ქართული საგალობლები და გია ყანჩელის ნაწარმოებები გამოვიყენე, აჭარული ცეკვის ელემენტები ჩავრთე და ეს ყველაფერი გასულ წელს, მოსკოვში მცხოვრებ მეგობრებს ვუჩვენე - მოწონება დაიმსახურა და თებერვლის ბოლოს, ამ სპექტაკლით თეატრალურ ფესტივალზე ვარ მიწვეული", - ამბობს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი და პარალელურად, თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლზე - "მეფე ლირი" მუშაობს.

ახლახან მის ცხოვრებაში უსიამოვნო ამბავი მოხდა: 3-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს დაშორდა. როგორ იქცევა, როდესაც რთული პერიოდი აქვს, რის გამო იღებს საყვედურებს, ვის აზრს ითვალისწინებს ყოველთვის და ვინ არის ქერა ლამაზმანი, რომელმაც მსახიობი აღაფრთოვანა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 19 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ეს პროფესია 5 წლის ასაკში ავირჩიე და არასდროს მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მაშინ ჩემთვის მსახიობობა ცეკვასთან, სიმღერასთან, ლექსების კარგად თქმასთან ასოცირდებოდა. მინდოდა პოპულარული ვყოფილიყავი და სადაც მივიდოდი, ყველგან ტაში დაეკრათ, ოვაციით შემხვედროდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, - შენი მკურნალი ექიმი ჯერ არ დაბადებულაო. მეგობრები ამბობენ, არანორმალურიაო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად არ მიცნობს, ამბობს, რომ ეპატაჟური ვარ. არადა, ეპატაჟურობისგან მგონი, ყველაზე შორს ვდგავარ.

- სინამდვილეში...

- ...ძალიან სევდიანი კაცი ვარ, ზედმეტად სევდიანიც. ვიცი, ეს ბევრს გაუკვირდება. როცა საზოგადოებაში მიწევს ტრიალი, სევდას ვნიღბავ. ყველას თავისი ტკივილი აქვს და არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩემი სევდა ვინმეს თავს მოვახვიო. თვალები მაინც ყიდის ადამიანს, მას სულის სარკეს ტყუილად არ ეძახიან.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...კიდევ ერთი დილა გამითენდა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს სამართლიანობის შეგრძნებაა და ამის დათმობას არც ვაპირებ. რთულია, ყოველთვის იყო მართალი, მაგრამ ამას უნდა ცდილობდე. ჩემთვის მთავარია, ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ოჯახთან, სამეგობროსთან, საზოგადოებასთან, ქვეყანასთან...

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ემოციური და "ფეთქებადი" ვარ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებ და მერე ამას ვნანობ. თუ არასწორად "ავფეთქდი", ბოდიშს ვიხდი. რომ არა ეს თვისება, ჩემი ცხოვრება სხვაგვარი იქნებოდა, ნაკლები პრობლემა მექნებოდა.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ტყუილი.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მაშინ იყო, როცა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მანდო როლი სპექტაკლში - "ჰარალეთი, ჰარალეთი".

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო ქველმოქმედი, დავეხმარო ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში, ძალას თავს ზემოთაც ვპოულობ. საკუთარ თავს ვერ ვეხმარები, თორემ სხვების დახმარება კარგად გამომდის.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს შევცლიდი. ვფიქრობ, ვერანაირი პლასტიკური ოპერაცია იმდენს ვერ გააკეთებს, რასაც მშობლები ღმერთის დახმარებით აკეთებენ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ვინმე გადამეტებულად მაქებს. თუმცა, როცა შექება გულწრფელია, ეს ძალიან მომწონს.

- ვნანობ, რომ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება